"მინიატურული გოჭი", რომელიც წყვილმა შეიფარა, გიგანტური ღორი აღმოჩნდა
დღეს იღბლიან გოჭზე მოგიყვებით, რომელსაც ძალიან გაუმართლა და მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა.
საქმე ის არის, რომ სტივსა და დერეკს ეს სყვარელი არსება მინიატურული ჯიშის გოჭი ეგონათ და ცხოველს მოსიყვარულე გარემოში ზრდიდნენ. თუმცა, არ იცოდნენ, რომ მათი შინაური ცხოველი სინამდვილეში ფერმისთვის განკუთვნილი, დიდი ღორი იყო.
მართალია, ესტერი სულაც არ არის ჯიბის გოჭი, მაგრამ ის იმდენად ჭკვიანი და მეგობრული ცხოველია, რომ თავისი ახალი ოჯახის წევრების ცხოვრების რადიკალურად შეცვლაც კი მოახერხა — ბიჭებმა ხორცზე უარი თქვეს და ვეგანები გახდნენ.
ამბავი კი აი, ასე დაიწყო: 2012 წლის ზაფხულს სტივს ძველი მეგობარი დაუკავშირდა და ჰკითხა, მინიატურული გოჭის აყვანა ხომ არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ დერეკს სულაც არ სურდა სახლში ცხოველის მოყვანა, სტივი მაინც დათანხმდა შემოთავაზებას და სწორედ, ასე მოხვდა ესტერი მათ პატარა ოჯახში.
ორი წლის შემდეგ ესტერს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში კი სამწუხაროდ თავისი მასიური ზომები უშლიდა ხელს. კეთილი ადამიანების დახმარებით ეს პრობლემაც მალევე მოგვარდა — ღორის დასახმარებლად ათასობით დოლარი შეგროვდა, რომლის დიდი ნაწილიც სხვა უპატრონო ცხოველების დასახმარებლად დაიხარჯა.
ღორი ახლა კარგად არის. სტივი და დერეკი კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალეს. ისინი ფერმის ტიპის სახლში გადავიდნენ, სადაც ესტერისნაირი გიგანტური ღორისთვის გაცილებით დიდი სივრცეა სამოძრაოდ.
ესტერს ფერმაში ერთგული მეგობარიც ჰყავს:
ეს საყვარელი ღორი ერთი ნახვით შეგიყვარდათ? მაშინ, გამოიწერეთ ის ინსტაგრამზე, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ადევნეთ თვალი მხიარული ფერმის ბინადრების, ძალიან საინტერესო და სახალისო ცხოვრებას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები