მოსკოვი ელოდება, რა საგარეო კურსს აიღებს ზელენსკი
უკრაინის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში სწრაფი მოლოცვები და მხარდაჭერის კიდევ არაერთი განცხადება მოჰყვა. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპელი მიმომხილველების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დასავლეთსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.
"დღეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა — დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.
"ველოდები მის ადმინისტრაციასთან მუშაობას ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული უკრაინის მხარდასაჭერად" — თქვა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საერთო წერილში ზელენსკის მიულოცეს და განაცხადეს, რომ კიევმა 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ წინ კიდევ ბევრი საქმეა "მშვიდობიანი, დემოკრატიული და წარმატებული უკრაინისთვის, როგორსაც მისი მოქალაქეები ითხოვენ".
მაქსიმ ხულკო, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კვლევების ინიციატივის ფონდის ხელმძღვანელია. ის აცხადებს, რომ არ ელოდება კიევის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას. ის ამბობს, რომ გამომდინარე ზელენსკის მრჩევლების და წინასაარჩევნო რიტორიკიდან, სავარაუდოდ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა არ გაიზრდება.
"ეცდებიან დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ბალანსი იპოვონ. რადგან ახალი პრეზიდენტის წრეში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთა პრიორიტეტიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა", — აცხადებს ხულკო ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან საუბარში. "რუსეთი შეეცდება სწორედ ამ პრიორიტეტებზე ითამაშოს, ისევე როგორც ზელენსკის პირად სიახლოვეზე რუსულ კულტურასთან და მისი გამოუცდელობით პოლიტიკაში", — ამბობს ის.
განსხვავებამ, მისი ამომრჩევლების იდეოლოგიაში, შესაძლოა ზელენსკის მანევრირების საშუალება შეუზღუდოს, იქნება ეს რუსეთთან დაახლოება თუ დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაზრდა.
"ზელენსკის ამომრჩეველთა ნახევარს რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობები სურს - ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც ღიად პრო-რუსულ კანდიდატებს იური ბოიკოს და ოლეკსანდრ ვილკულს დაუჭირა მხარი პირველ ტურში. მისი ამომრჩევლის მეორე ნაწილი, კვლევების მიხედვით, დასავლურ კურსს ამჯობინებს, თუმცა ისინი გაღიზიანებულები იყვნენ [პეტრო] პოროშენკოს პოლიტიკით", — ამბობს ის. "ვფიქრობ ზელენსკის ამომრჩევლის უმეტესობამ მას ხმა იმ იმედით მისცა, რომ ის დასავლურ კურსს შეინარჩუნებს", — თქვა ხულკომ.
ხულკო აცხადებს, რომ პოლიტიკური მრჩევლები, რომლებიც ზელენსკის გარშემო არიან და რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, ფრთხილად იმოქმედებენ ვაშინგტონთან ურთიერთობისას. ის ამბობს, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციას ესმის.
"რაც შეეხება ვაშინგტონს, ურთიერთობა დარჩება მაღალ დონეზე. შეერთებული შტატების პოზიცია ასეთია: მათ ესმით, რომ არა თავად ზელენსკი, არამედ ისინი ვინც მასთან ახლოს არიან, ნაკლებად მონდომებულნი იქნებიან რომ (უკრაინელი ოფიციალური პირების გადმოსახედიდან) იხილონ ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკის წამყვან როლში", — ამბობს ის.
ნიკოლაი ბელესკოი, კიევში დაფუძნებული "მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტიდან", ამბობს, რომ ბოლომდე არც მოსკოვმა და არც ვაშინგტონმა ჯერ არ იციან თუ როგორი იქნება ზელენსკის საგარეო პოლიტიკა. "რუსები ელოდებიან ზელენსკის ოფიციალურ რიტორიკას რათა მისი მიდგომა გაიგონ", — უთხრა მან ამერიკის ხმას.
ზელენსკის მზაობა რუსეთთან ეკონომიკური ჩართულობის კუთხით შესაძლოა შემოწმდეს იაფი ენერგიის მიწოდების გადაწყვეტილებით. "კრემლმა შესაძლოა [უკრაინას] იაფი ბუნებრივი აირი შესთავაზოს, მაშინ როცა ზელენსკის მოუწევს არჩევანი გააკეთოს კრემლთან მოლაპარაკებებს და მზარდ უძრავ ქონებას, თუ კომუნალურ გადასახადებს შორის", — ამბობს ბელესკოი.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწვეტილება, რომ გააიოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა, ორ ქვეყნას შორის მოლაპარაკებების შანსებს ამცირებს.
შეერთებული შტატების საელჩომ კიევში ოთხშაბათს განაცხადა, რომ კრემლის ბრძანება გააადვილოს რუსული პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, "აბსურდია".
"ყირიმი უკრაინაა. დონეცკი უკრაინაა. ლუჰანსკი უკრაინაა. ჩვენ ვგმობთ უკანასკნელ აბსურდს და დონეცკისა და ლუჰანსკის მცხოვრებლებისთვის ბრძანებას, რომელიც არასტაბილურობას ისახავს მიზნად და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", — განაცხადა ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე.
ზელენსკის გუნდმა საკუთარი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის ქმედებებს ის აღწერს, როგორც "კიდევ ერთხელ ნათელ დასტურს მსოფლიო საზოგადოებისთვის რუსეთის რეალურ როლზე, როგორც აგრესიულ სახელმწიფოზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ბრძანება ჩვენ არ გვაახლოებს მთავარ გადაწყვეტილებასთან: ცეცხლის შეწყვეტასთან", — ნათქვამია განცხადებაში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები