"გარეჯა ჩვენია!", — ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში აქციას გამართავენ და ადგილზე შექმნილ მდგომარეობას გააპროტესტებენ. ისინი დავით გარეჯის მიმართულებით უკვე გაემზავრნენ. მათ პროტესტს შეუერთდებიან საგარეჯოში მცხოვრები მოქალაქეებიც.

აქციის მონაწილე, დავით გულბანმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ. როცა უცბად დღის წესრიგში საზღვრის საკითხი დგება, ამაზე საზოგადოების რეაგირება მნიშვნელოვანია.

"საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ველოდებით და ასევე საპატრიარქოდან ადეკვატურ ნაბიჯებს", — განაცხადა მან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ისინი ჩავლენ წირვაზე, ტაძარს მოილოცავენ და შემდგომში აღდგომის ტაძართან ავლენ:

"პრობლემად ითვლება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ეხება, ჩვენს საზღვრებს ეხება და ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით გამოვხატავთ ჩვენს განწყობას და დამოკიდებულებას, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო ერთიანი უნდა იყოს, მთლიანი უნდა იყოს, ჩვენი საზღვრები უნდა იყოს გამაგრებული და დაცული".

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა