ენმ-ს წევრი, ელენე ხოშტარია ქრონიკის ჟურნალისტის შეკითხვას, 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები გადაცდომა იყო თუ დანაშაული, უპასუხა, რომ ეს ძალის გადამეტება იყო:

"ჩვენ ძალიან ცხადად გვისაუბრია იმ პლუსებსა და მინუსებზე, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იყო. დღეს ძალიან კარგად გვესმის, რას ემსახურება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ასეთი მასალის არა მხოლოდ ჩვენება, არამედ ბრიფინგების მიძღვნა, ამაზე მთელი საარჩევნო ყურადღების მიპყრობა. ცხადია, ეს არის მცდელობა, კიდევ ერთხელ ნეგატივით მანიპულირება, რის გარდაც ხელისუფლებამ ჩვენ ვერაფერი შემოგვთავაზა. ესეთი ფაქტები, ზოგადად, დგინდება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ არა ბრიფინგებით, არა პოლიტიკურ პროცესებში პროკურატურის ჩართვით. სამწუხაროდ, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში ვნახეთ კიდევ უფრო დაჩაჩანაკებული სასამართლო".

დღეს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავებების ფაქტზე, ბრალდებულად ცნეს კუდის ყოფილი უფროსი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა