დღეს მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმის Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. თუმცა, საქართველოში ფილმის ჩვენება კვირას, 28 აპრილს ღამის 23 საათსა 45 წუთზე შედგება.

როგორც On.ge-სთვის გახდა ცნობილი, ფილმის ჩვენება ერთდროულად დაიწყება საქართველოს ყველა კინოთეატრში. რაც შეეხება ბილეთებს, Avengers: Endgame-ის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, იმ უცხოელი ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების ნაწილი, ვინც უკვე ნახა ფილმი, აღფრთოვანებას ვერ მალავს და მეტიც, ენდგეიმს მარველის საუკეთესო კინოსურათადაც კი მოიხსენიებენ.

ამავე თემაზე: