ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის საერთაშორისო ვიზიტებით მსოფლიო განებივრებული არ იყო. წლების განმავლობაში მას ქვეყანა არ დაუტოვებია და მის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი პირადი ინფორმაცია დღემდე მითიურ ელფერს ატარებს.

2018 წლიდან კიმ ჩენ ინმა მსოფლიოსთან კონტაქტი გაააქტიურა და ჩინეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ამის შემდეგ იყო ისტორიული შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან და კიდევ ერთი ისტორიული ხელის ჩამორთმევა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან.

შეხვედრების პერიოდში ყველამ ყურადღება მიაქცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განსაკუთრებულად გაძლიერებულ დაცვას, რომელიც ყველგან დაჰყვებოდა მას, მაშინაც კი როდესაც ის მანქანაში იჯდა.

სინგაპურის სამიტი:

ვიეტნამის სამიტი:

ბოლოს მორბენალი დაცვა ვიხილეთ რუსეთის სამიტზეც:

ვლადივოსტოკში გამართულ შეხვედრაზე დაცვა და მომსახურე პერსონალი მართლაც რომ განსაკუთრებული სისწრაფითა და სიზუსტით მოქმედება. როგორც ყველგან, აქაც კიმ ჩენ ინი მატარებლით ჩავიდა. სანამ მატარებელი ბაქანზე გაჩერდებოდა, დაცვის თანამშრომლები სახელურებს საგულდაგულოდ წმენდნენ.

სახელურები კი გაწმინდეს, მაგრამ დაცვის თანამშრომლები იმან დააბნია, რომ მატარებლის კარი ზუსტად წითელი ხალიჩის წინ არ გაჩერდა.

განსაკუთრებული დეზინფექცია დასჭირდა კიმ ჩენ ინის სავარძელს.

როგორც ჩანს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უსაფრთხოებასა და კომფორტს ყურადღებას იმდენად აქცევს, რომ სინგაპურში თავისი საპირფარეშოთი ჩავიდა. ვიეტნამში მოგზაურობიდან, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მორბენალი თარჯიმანი, რომელიც თავის ლიდერთან მკვირცხლად მივიდა.

და, ასევე, კიმ ჩენ ინის და, რომელიც თავის ძმაზე იმდენად ზრუნავდა, რომ მოწევის დროს მისთვის საფერფლე დაჰქონდა: