როგორც CNN იტყობინება ჩინელმა ვან სიკონგმა, რომელიც მილიარდერი ვან ჯიანლინის შვილია, თავის ალასკური მალამუტის ჯიშის ძაღლ კოკოს სულ ცოტა ხნის წინ გამოსული ახალი აიფონ 7 აჩუქა, თანაც რვა.

ჩინეთში ახალი აიფონი - 7,988 იენი ღირს, რომელსაც თუ დოლარებში გადავიყვანთ $1,197 გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ვან სიკონგის მამის, როგორც მას უწოდებენ, ჩინეთის უძრავი ქონების მეფის, ანგარიშებზე $30 მილიარდზე მეტი ირიცხება და სავარაუდოდ ამის მიზეზია ისიც, რომ ის ჩინეთში ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება და მისი მისი ყოველი გამოჩენა ერთი ძალიან ცნობილი ფრაზის - "ვის ოჯახშიც ეს შევა!" ინსპირაცია ხდება.

ფოტო: CNN

ფოტო: CNN

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოკომ პატრონისგან ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, გასულ წელს მას 37 ათას დოლარიანი Apple-ის ორი ოქროს საათი მიართვეს.