რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სპეციალური ვერცხლის დასადგამებით ჭიქები აჩუქა. როგორც გამოცემა TASS წერს, დასადგამებიანი ჭიქები რუსეთში მატარებლით მოგზაურობას გამოხატავს. წლების განმავლობაში სწორედ ასეთ ჭურჭელს რუსეთის რკინიგზაში გამოიყენებენ, როდესაც ჩაის ან ყავას აწვდიან. კიმ ჩენ ინი რუსეთში კი სწორედ მატარებლით ჩავიდა.

თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტის კორეული ხმალი გადასცა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ხმალი ძალაას გამოხატავს. პუტინმა კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ წესისამებრ რუსეთში ხმლის ჩუქება ცუდის ნიშანია, ამიტომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მონეტა მისცა, რათა სიმბოლურად ხმალი ეყიდა.

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კიმ ჩენ ინმა და ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში პირველი სამიტი გამართეს. ლიდერებმა დენუკლერიზაციის პრობლემები და რეგიონული თანამშრომლობა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა საზეიმო ვახშამი. პუტინმა ფხენიანისა და მოსკოვის ურთიერთობების გაუმჯობესების სადღეგრძელო შესვა, ხოლო კიმ ჩენ ინმა რუსეთის განვითარების, პუტინის ჯანმრთელობისა და ურთიერთობების განმტკიცების სადღეგრძელო თქვა.

ფოტო: LETA