Daily Mail-ის ინფორმაციით, კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავი, ჯონი დეპი რუს მოცეკვავე პოლინა გლენს ხვდება.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელ მსახიობს მასზე დაქორწინებაც სურს. როგორც ცნობილია, მსახიობმა და მოცეკვავემ ერთმანეთი 2018 წელს ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ჯეკ ბეღურას როლის შემსრულებელი მალე რუსეთში ჩასვლას და პოლინას მშობლების გაცნობასაც აპირებს.

გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ გლენი და დეპი ერთად ცხოვრობენ და წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.

ცოტა ხნის წინ მათი ფოტოებიც გავრცელდა.