SCAPR საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მხარდაჭერას უცხადებს
SCAPR - შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო, საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებს ოფიციალური წერილით გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა ამ სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის და "ერთი ფანჯრის პრინციპის" შესაძლო დარღვევის გამო.
SCARP-ის წარმომადგენლები სრულ თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თქვენმა ორგანიზაციამ გაზარდა ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრლებების რიცხვი და ღრმად ჩაერთო ჩვენი საზოგადოების საქმიანობაში შემსრულებელთა უფლებების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, თქვენ ახლახანს შეუერთდით ჩვენს IPD-ის მონაცემთა ბაზას (შემსრულებელთა საერთაშორისო ბაზა), რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კომპეტენტურ წყაროს შემსრულებელთა და მათი მანდატის დიფერენცირებისათვის, რაც მათ მიანიჭეს შესაბამისი ჰონორარის შესაგროვებლად. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ რეგულარული პროგრესისთვის და საერთაშორისო კოლექტიური მართველობის შესაბამისობაში მოქმედებისათვის", - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი რომ საბჭოსთვის მიუღებელია ახალი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული საქმიანობა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნია, საქართველოს საავტორო კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს და ცდილობს მიითვისოს ის ფუნქციები რაც GCA-ს გააჩნია.
"ქვეყნის კანონმდებლობის და რეგულაციების პატივისცემის არ ქონა SCAPR-ის და მისი წევრების ნორმათა კოდექსს ეწინააღმდეგება და ჩვენ გვსურს მხარი დაგიჭიროთ ამ საკითხში", - ნათქვამია წერილში.
SCAPR შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო, რომელიც დაარსდა 1986 წელს და მისი ადგილმდებარეობაა ქალაქი ბრუსელი, ბელგია, წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების მმართველი ორგანიზაციებისათვის. მისი წევრები წარმოადგენენ მილიონზე მეტ შემსრულებლებს (მომღერლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, დირიჟორებს, მოცეკვავეებს) მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებიდან. SCAPR წარმოადგენს 60 კოლექტიური მართვის ორგანიზაციას 45 ქვეყნიდან, მათ შორის და არა მხოლოდ: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, რუსეთი, ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და ბევრი სხვა.
SCAPR - შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო, უკვე მესამე საერთაშორისო ორგანიზაციაა რომელმაც ღიად და ოფიციალური განცხადების დახმარებით გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
გთავაზობთ წერილს უცვლელად.
ძვირფასო ბატონო კობალაძე,
იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ თქვენი ორგანიზაცია, მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ქვემორე განცხადება.
SCAPR, ანუ შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო, რომელიც დაარსდა 1986 წელს და მისი ადგილმდებარეობაა ქალაქი ბრუსელი, ბელგია, წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების მმართველი ორგანიზაციებისათვის. ჩვენი წევრები წარმოადგენენ მილიონზე მეტ შემსრულებლებს (მომღერლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, დირიჟორებს, მოცეკვავეებს) მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებიდან. SCAPR-ი წარმოადგენს 60 კოლექტიური მართვის ორგანიზაციას 45 ქვეყნიდან, მათ შორის და არა მხოლოდ: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, რუსეთი, ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და ბევრი სხვა.
მოხარულები ვიყავით მიგვეღო GCA-ს მიმართვა SCAPR-ის წევრად გახდომაზე 2015 წლის მაისში. გაწევრიანების პროცესში და ყველა შემსრულებლის სასარგებლოდ რომლებსაც ჩვენი წევრები წარმოადგენენ, თქვენ შეძელით მოგეხდინათ დემონსტრირება, რომ თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს SCAPR-ის ყველა აუცილებელ პირობას:
— შემსრულებელთა სასარგებლოდ უფლებების მართვა მინიჭებულია კანონით ან ამ უფლებების გადაცემით;
— ორგანიზაციის ფლობა და მართვა წევრების მიერ;
— არაკომერციული ორგანიზაციული მოწყობის ფორმით ფუნქციონირება;
— პირდაპირ ან არაპირდაპირ ლიცენზიის გაცემა შემსრულებლების უფლებებზე და/ან შემსრულებლებისთვის კოლექტიურად ჰონორარის შეგროვება;
— გაფორმება და იმპლემენტირება შემსრულებელთა ჰონორარის ურთიერთგაცვლის შესახებ ხელშეკრულებებისა სხვა ქვეყნების კოლექტიურ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების ფორმით.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თქვენმა ორგანიზაციამ გაზარდა ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრლებების რიცხვი და ღრმად ჩაერთო ჩვენი საზოგადოების საქმიანობაში შემსრულებელთა უფლებების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, თქვენ ახლახანს შეუერთდით ჩვენს IPD-ის მონაცემთა ბაზას (შემსრულებელთა საერთაშორისო ბაზა), რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კომპეტენტურ წყაროს შემსრულებელთა და მათი მანდატის დიფერენცირებისათვის, რაც მათ მიანიჭეს შესაბამისი ჰონორარის შესაგროვებლად.
გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ რეგულარური პროგრესისთვის და საერთაშორისო კოლექტიური მართველობის შესაბამისობაში მოქმედებისათვის.
თქვენ შეშფოთება გამოხატეთ ბოლო დროს ახალი ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და საქართველოს საავტორო კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობს, ცდილობს მიითვისოს ის ფუნქციები რაც GCA-ს გააჩნია. ქვეყნის კანონმდებლობის და რეგულაციების პატივისცემის არ ქონა SCAPR-ის და მისი წევრების ნორმათა კოდექსს ეწინააღმდეგება და ჩვენ გვსურს მხარი დაგიჭიროთ ამ საკითხში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერის წერილი დაგეხმარებათ იმ როლის დაცვისთვის, რაც მონიჭებული აქვს თქვენს ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების დაცვისათვის.
პატივისცემით
ბატონი ეანა ქეისი
SCAPR-ის გამგეობის თავმჯდომარე
ბატონი რემი დესროზიერსი
SCAPR-ის მმართველი დირექტორი
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები