30 აპრილს 14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნება, დევიზით "ბიბლიოთეკა, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი".

საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნაზე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია წარადგენს ალბომს "ბიბლიოთეკარი ხელოვანი", რომელშიც ასახულია ბიბლიოთეკართა შემოქმედება.