ინსტაგრამსა და ფეისბუქზე სთორიების თვალიერება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი საკმაოდ მოკლედ დროში გახდა. მაგრამ, ვერც კი წარმოგვედგინა, რომ იმავეს მალე ციფრულ ბანკშიც გავაკეთებდით. ინოვაციურმა ნეობანკმა სფეისმა აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში სხვა სიახლეებთან ერთად ესეც დაამატა.

დღეიდან სფეის აპლიკაციაში ქვედა გვერდის ამოშლისას დაგვხვდება ამბები ოთხ კატეგორიაში:

  • სფეის ამბები - ნფორმაცია ციფრული ბანკის შესახებ, მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეები და ცვლილებები.
  • შეთავაზებები - ექსკლუზიური შეთავაზებები სფეისელებისთვის, სხვადასხვა საინტერესო გათამაშება და ა.შ.
  • შენი სფეისი - მომხმარებელს ყოველკვირეულად გაეგზავნება მისი ფინანსების ანალიტიკა, რომ უკეთ მართოს საკუთარი ფული.
  • წასაკითხი - ბლოგები და ვიდეოები ზოგად თემებზე, სიახლეებზე, სამყაროში აქტუალურ საკითხებზე.

ამ სიახლით სფეის აპლიკაცია გასცდა უკვე ფულის მართვის მიზნობრიობას და მისი გამოყენება უბრალოდ საინტერესო ამბების გასაგებადაც შეგვიძლია.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სფეისმა შეიტანა ამ ვერსიაში არის შემოსავლების დადასტურების კიდევ უფრო გამარტივება. სესხის აღებისას შემოსავლების დადასტურება შესაძლებელია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ამ ფუნქციით სფეისი ავტომატურად ამოწმებს მომხმარებლის შემოსავლებს rs.ge-ზე (შემოსავლების სამსახურში) ისე, რომ ჩვენ აღარ გვიწევს დოკუმენტების ატვირთვა.

ეს ფუნქციონალი რამდენიმე თვეა, რაც დაინერგა, თუმცა ის მანამდე საპილოტე რეჟიმში მუშაობდა.

სფეისში აცხადებენ, რომ ყოველი შემდეგი განახლება იგეგმება მომხმარებლის უკუკავშირისა და მოთხოვნის გათვალისწინებით. ამისთვის სხვადასხვა პლატფორმა არსებობს, რომელზეც მომხმარებელს საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლია. ამ ინფორმაციას კომპანიაში აგროვებენ, აანალიზებენ და პრიორიტეტების მიხედვით ალაგებენ, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროექტები რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში — მობილური აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიური საბანკო სერვისების დისტანციურად და მყისიერად მიღებას გვთავაზობს.

სფეისი თითქმის 1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მას უკვე 100 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.