საქართველოს ბანკმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა.

26, 28 და 29 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით.

მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:

30 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.