ჯო ბაიდენი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 76 წლის ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მან ტვიტერზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის საკუთარ კანდიდატურას დემოკრატიული პარტიიდან დააყენებს.
"ამ ქვეყნის ძირითადი ფასეულობები... ჩვენი მდგომარეობა მსოფლიოში... ჩვენი დემოკრატია... ყველაფერი, რამაც ამერიკა ამერიკად შექმნა, საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამიტომ დღეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩემს კანდიდატურას ვაყენებ", — წერს ბაიდენი.
ჯო ბაიდენი პრაიმერიზში გამარჯვებისთვისა და 2020 წლისთვის დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის 19 პოლიტიკოსთან ერთად იბრძოლებს, მათ შორის არიან ელისაბედ უორენი, კამილა ჰარისი და ნერნი სანდერსი.
ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში 2009-2017 წლებში იყო. ვიცე-პრეზიდენტობამდე 1973-2009 წლამდე დელავერის შტატის სენატორი იყო. მან უკვე ორჯერ სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 1988 და 2008 წლებში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
იმ პერიოდში, როდესაც ბაიდენის სავარაუდო კანდიდატურაზე აქტიურად საუბრობდნენ ორმა ქალმა მას შეუსაბამო ქცევაში დასდო ბრალი. ერთ-ერთი ქალი ამტკიცებდა, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ზურგიდან მივიდა, მხრებზე ხელები დაადო და კეფაზე აკოცა. კიდევ ერთი ქალი ამბობდა, რომ 2009 წელს ერთ-ერთი ღონისძიების დროს მას თავზე მოჰკიდა ხელი. საპასუხოდ ბაიდენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები