ნეტფლიქსმა, როგორც იქნა, დაადგა საშველი და იმ სერიალების ათეული გამოქვეყნა, რომელსაც სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლები 2018 წელს ყველაზე ხშირად უყურებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსის მომხმარებლები განებივრებულები არიან უახლესი ორიგინალური სერიალებით, აღმოჩნდა, რომ მაყურებლის დიდი ნაწილი სტრიმინგ-სერვისზე მაინც ძველ შოუებს უყურებს.

როგორც იცით, ნეტფლიქსი საკუთარი სერიალების გარდა ექსკლუზიურად ყიდულობს სხვადასხვა კომპანიის შოუებსაც და საკუთარ პლატფორმაზე დებს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ნეტფლიქსზე ათ ყველაზე ყურებად სერიალს:

10. Ozark

9. Parks and Recreation

8. Supernatural

7. Orange is the New Black

6. Shameless

5. Criminal Minds

4. NCIS

3. Grey’s Anatomy

2. Friends

1. The Office