GOT-ის ფინალური სეზონის პირველმა სერიამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა - HBO-ზე ნახვების მხრივ თავისივე შედეგი გააუმჯობესა, ტვიტერზე კი ყველაზე ტრენდული ჰეშტეგი სწორედ ამ შოუს ეკუთვნოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს სერიალის დასკვნითი ნაწილია, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეიტინგიც კიდევ უფრო გაიზრდება და ამ სერიალის გარშემო საუბარიც წლის მთავარი თემა იქნება.

არანაკლებ საინტერესო და სენტიმენტალური იყო სერიალის მეორე სერიაც. სერიალის შემქმნელებმა მაყურებლის ნერვებზე კარგად ითამაშეს და ვინტერველში შეკრებილ პერსონაჟებთან დიდი ალბათობით გამოსამშვიდობებელი ეპიზოდი გვაჩუქეს. მესამე სერიიდან დიდი ბრძოლა იწყება, ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც ვინ გადარჩება არავინ იცის.

HBO-მ ცოტა ხნის წინ მესამე სერიის პრომო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ღამის მეფის არმია ვინტერფელს მიუახლოვდა და წინ, დიდი ალბათობით, ბევრი ჩვენი საყვარელი პერსონაჟის აღსასრული გველოდება.

როგორც არია სტარკი ამბობს, ახლა ყველაზე დიდი გმირობების დროა და იმედია, ტარგარიენებისა და სტარკების ოჯახი ამ ომს დიდი დანაკარგის გარეშე გადაურჩება.

პრომო ნამდვილად დამაინტრიგებელი იყო და არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ის ფოტოებიც, რომელიც არხმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა: