დარწმუნებული ვარ, ყველა გახსოვთ 1995 წელს გამოსული ფილმი ჯუმანჯი, რომელშიც მოვლენები უნიკალური და საბედისწერო სამაგიდო თამაშის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც მაგიური ჯუნგლები და ველური ცხოველები ადამიანების სამყაროში გადმოჰყავს, მთავარ როლებს კი რობინ უილიამსი და ახალგაზრდა კირსტენ დანსტი ასრულებენ.

თუ არ გახსოვთ, მოდით გავიხსენოთ:

სულ ცოტა ხნის წინ კი, Columbia Picture-ს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ისინი აპირებენ სცადონ ჯუმანჯის განახლება და მოარგონ ის დღევანდელ დღეს. ამ მისიის განსახორციელებლად კი სტუდიამ სცენარისტად ზაკ ჰელმსი დაიქირავა, რომელიც კლასიკურ ამბავს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს.

კინოკომპანიამ დადო პირობა, რომ ფილმი მისი წინამორბედისგან განსხვავებით გაცილებით მაღალი დონის იქნება და 10 წლის შემდეგ ისიც კლასიკურ საოჯახო ფილმად იქცევა, თუმცა გაითვალისწინეს, რომ დიდი გამოწვევის წინაშე იდგნენ და ამიტომ ფილმის რიმეიქის ნაცვლად სიქუელის გადაღება გადაწყვიტეს.

ფილმში მთავარ როლებს - დუეინ ჯონსონი, კარენ ჯილიენი, კევინ ჰარტი, ნიკ ჯონასი და ჯეკ ბლეკი შეასრულებენ.

დღეს, ინტერნეტში ჯუმანჯის გაგრძელების პირველი ფოტო გავრცელდა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დგანან - სექსუალური ბოი-სკაუტი, კიდევ უფრო სექსუალური ინდიანა ჯონსი, ამათზე ათასჯერ უფრო მიმზიდველი და სექსუალური თუმბ რაიდერი და ჯეკ ბლეკი, რომელიც იგივე ტანსაცმელს ატარებს რაც კინგ კონგში ეცვა.

ფოტო: Columbia Pictures

ჯუმანჯის მეორე ნაწილის პრემიერა 2017 წლის 28 ივლისს არის დაგეგმილი.