თამამი, დასამახსოვრებელი, აქტუალური - ასეთია პანდა - კრეატიული სააგენტო, რომელიც ბაზარზე ახალი იმიჯით შემოდის. "ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას" - ეს პანდას ახალი მიდგომაა, რომლითაც ქართულ მარკეტინგულ ბაზარზე აპირებენ დამკვიდრებას.

ახალი კამპანიით ისინი გამოდიან ერთფეროვნების წინააღმდეგ, რომელსაც თანამედროვე მარკეტინგულ ბაზარზე ხედავენ. ვიდეორგოლით პანდა ცდილობს თქვას, რომ საკმარისია გაიფიქრო და შეძლებ, რომ შენს გარშემო არსებული ერთფეროვნება დაარღვიო.

ერთფეროვნებას კი პანდა პირველ რიგში სოციალურ ქსელში არღვევს - დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და აქტიურ სივრცეში. კამპანიები ძირითადად სწორედ აქ იგეგმება და ხორციელდება, თუმცა სააგენტოს სხვა პლატფორმები და შესაძლებლობებიც აქვს.

სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ინდივიდუალურობა მათი კოზირია, რომელიც ქართულ ბაზარზე კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის. პროპაგანდა კი მათთვის ის მექანიზმია, რომლითაც სათქმელის მიტანას მოხმარებლამდე შეძლებენ.