საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის კითხვებს პასუხს ვერ გასცემს. მინისტრმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მათ "აბსოლუტურად სხვადასხვა ღმერთების" სჯერათ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კამათი უშედეგო იქნებოდა, რადგან ისინი ერთ აზრზე ვერ შეთახმდებოდნენ.

"ბატონო ბექა გამოგიტყდებით, რომ მე მაქვს თქვენთან დაკავშირებით ერთი უხერხულობა. თქვენ ერთ-ერთი და ამას გულწრფელად გეუბნებით, გამორჩეული წევრი ხართ პარლამენტის, ვისაც მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამავდროულად ხართ ის წევრი, რომელსაც ყველაზე უფრო არ ვეთანხმები და ეს ორი ერთად როგორ გავაკეთო მართლა მიჭირს", — განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ ეს დამოკიდებულება უპატივცემულობად არ მიეღო, რადგან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ეზარებოდა, მაგრამ მასთან პოლემიკის შედეგი წინასწარვე იცოდა.

"აბსოლუტურად სხვა სენტიმენტები მქონდა, მაგრამ ამავდროულად, ალბათ, ერთ-ერთი ხართ, ვისაც ყველაზე მეტად არ ვეთნახმები. შესაბამისად, როგორ წამოგყვეთ ახლა და პუნქტებით დავიწყოთ პოლემიკა", — დაამატა მან.

ფინანსთა მინისტრს დღეს, 22 აპრილს ევროპული საქართველოს მიწვევით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა.

გაიგეთ მეტი: