საქართველოს ფინანთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დედოლარიზაციის მიზანი იმ ადამიანების დაცვა იყო, რომელთაც ლარში დაბალი შემოსავალი აქვთ, ვალდებულება კი დოლარში. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის მაღალი დოლარიზაცია: "ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს ლარში და ვალდებულებები აქვს დოლარში, ძალიან ხშირად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ეს არის ფაქტი და არავინ არავის ჭკუას არ ასწავლის".

"ჩვენ გვაქვს დილემა, ერთი რომ ადამიანი ვისაც აქვს იპოთეკა დოლარში და შემოსავალი ლარში და ყოველ დღე უყურებს უყურებს რა მოუვიდა კურსს და მაგაზე ნერვიულობს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მცურავი გაცვლითი კურის, თუ კურსის დაფიქსირებით წავედით დავღუპავთ ამ ქვეყანას, შესაბამისად, ამ მოწყვლადობის მინიმიზაცია ხდებოდა, მეტი არაფერი", — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ უნდა აიღონ, რომ არ გაღარიბდნენ.

"არ ვეუბნები არ ენდოო, ბიჭო, ვალდებულება ხომ არ მაქვს დოლარში? დანაზოგი რაც უნდა აკეთონ, ვალდებულებისგან ვიცავდით, სესხი ხომ არ მაქვს? რაშიც უნდათ თუ უნდათ ოქროში შეინახონ, ვაიძულეთ რამე რეგულაციით, ვალდებულებაზე იყო ლაპარაკი", — განაცხადა ივანე მაჭავარიანი.