როგორც ირკვევა, ხელოვნურ ინტელექტს კატების სურათების გენერირების გარდა, ნიჭი დეს-მეტალშიც ჰქონია.

ორმა ინჟინერმა, სიჯეი კარმა და ზაკ ზუკოვსკიმ შექმნა ხელოვნური ინტელექტი, სახელად DADABOTS, რომელსაც მუსიკის მრავალი სხვა ჟანრის გარდა დეს-მეტალის იმიტირებაც შეუძლია.

ალგორითმი პირველად 2012 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მას არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული. ახლა კი ინჟინრებმა მათი ახალი პროექტის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დეს-მეტალის სტრიმინგ სერვისი შექმნეს.

"ამ დრომდე მსგავს ალგორითმებს ძირითადად კლასიკური და პოპულარული მუსიკისათვის ქმნიდნენ. არავის უცდია მისი გამოყენება ისეთი ჟანრში, როგორიც, მაგალითად, დეს-მეტალია", - ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წინამორბედ კვლევაში.

ხელოვნური ნეირული ქსელები ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესებზეა დაფუძნებული, თუმცა, ნეირონების ნაცვლად, ასეთი სისტემები ათასობით, ან ზოგჯერ მილიონობით ხელოვნურ ნეირონს იყენებს.

სტრიმში მოცემულ მუსიკას ალგორითმი კანადურ ჯგუფ Archspire-ზე დაყრდნობით ქმნის.

ალგორითმის მიერ შექმნილი მუსიკა საკმაოდ უწესრიგოა, თუმცა ის ამ კონკრეტული ჟანრის, ანუ დეს-მეტალის ხასიათსა და ემოციას საკმაოდ ზუსტად გადმოსცემს, რაც შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მუსიკის გენერირების პროცესში ადამიანი ჩართული არ არის.