ბათუმის მერია ბათუმობა 2019 წლის ღონისძიებებში 464 233 ლარს ხარჯავს. ღონისძიება დღეს, 28 აპრილს აღინიშნება.

464 ათასი ლარიდან 190 895 ლარი ტენდერით ღონისძიების ორგანიზებისთვის განკუთვნილი თანხაა, 273 338 ლარი კი პირდაპირი წესით შესაძენი მომსახურების.

273 338 ლარი დაიხარჯება:

  • ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მომსახურება — 81 575 ლარი;
  • გალა კონცერტში მონაწილე ესტრადის მომღერლების ჰონორარი — 117 938 ლარი;
  • პოეტების ჰონორარი — 7 500 ლარი;
  • სცენა საზაფხულო თეატრის წინ (ბათუმელი შემსრულებლები) — 34 625 ლარი;
  • მიუზიკლი welcome to Georgia — 22 000 ლარი;
  • თითების თეატრი — 4 700 ლარი;
  • ფრანების შოუ – 5 000 ლარი.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ტარდება, ეწყობა სხვადასხვა კონკურსები, გამოფენები, ლიტერატურული და თეატრალური პერფორმანსები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-ბაზრობა და საბავშვო კუთხე. მოწვეული არიან უცხოელი დელეგაციები ბათუმთან დაძმობილებული ქალაქებიდან.

2019 წლის 31 იანვარს ბათუმის საკრებულომ ბათუმობის აღსანიშნი თარიღი ქალაქის დაარსების დღეს — 28 აპრილს დაამთხვია.