სპეცდანიშნულების რაზმები პანკისის ხეობას ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას", — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დღეს, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.