როგორც წესი, მშობლების მიმართ ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. მათ წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვღელავთ, რას იფიქრებენ ისინი ჩვენზე. გვავიწყდება, რომ ისინიც იყვნენ ახალგაზრდები და ჩვენსავით გადიოდნენ სიახლეების აღმოჩენების ეტაპებს. არადა, ყველაფერი რაც დღეს ნორმად გვეჩვენება, მათ პერიოდში შესაძლოა დიდი დაბრკოლებების გამომწვევი ყოფილიყო. ჩვენი მშობლების თაობამ შექმნა ახალი კულტურული ეპოქა.

ინტერნეტის მომხმარებლებმა მათი მშობლების ახალგაზრდობის ფოტოები აღმოაჩინეს და როგორც ჩანს, ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მშობლების თაობაში გართობა არ არსებობდა, მაგრამ არქივმა დაარწმუნა, რომ არათუ არ არსებობდა, არამედ ხშირად ჩვენზე კარგადაც ერთობოდნენ.

ჩვენ გთავაზობთ 10 ფოტოს, რომელმაც შვილები დაარწმუნა, რომ მათი მშობლები მათ ასაკში უფრო მაგარი ტიპები იყვნენ.

1. ფოტო გადაღებულია 1980-იან წლებში. მომხმარებელი წერს, რომ დედამისი მის ასაკში ჯარში მსახურობდა და ვერტმფრენის პილოტი იყო

ფოტო: completedesaster

2. ამ ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მამაა, რომელმაც ჭიდაობაში ჩაკ ნორისი დაამარცხა

ფოტო: LanaDelRayquaza

3. დედა ამშვიდებს შვილს და პარალელურად სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს. ფოტოზე ხედავთ Macintosh Classic II-ის ლეგენდარულ კომპიუტერსაც, რომელმაც ამ სფეროში ბევრი რამ შეცვალა

ფოტო: FrenchFriesGate

4. 1970-იან წლებში გადაღებულ ამ ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მშობლები არიან გამოსახულნი, რომლებიც წელს ქორწინების 47-ე წელს აღნიშნავენ

ფოტო: DoubleM515

5. რას იტყოდით დედათქვენის ასეთი ფოტო რომ გეპოვნათ? ეს ერთ-ერთი მომხმარებლის დედაა 15 წლის ასაკში, ფოტო კი 1973 წელს, The Allman Brothers-ის კონცერტზეა გადაღებული. როგორც ჩანს, ახალგაზრდა გოგონას ვერც მოტეხილმა ხელმა გადააფიქრებინა საყვარელი ბენდის კონცერტზე წასვლა

ფოტო: TheCKBandit

6. მომხმარებლის მშობლები 1972 წელს, პარიზში, საკუთარი მაღაზიის წინ

ფოტო: RobinThomass

7. ფოტოზე პოსტის ავტორის მამაა გამოსახული, რომლმაც ამ მოტოციკლეტით მთელი ევროპა შემოიარა 1973 წელს

ფოტო: lionhearted828

8. აი, ასე გამოიყურებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მამა უნივერსიტეტის ბანკეტზე 1970-იან წლებში

9. ამ ორიგინალურ ფოტოზე, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოსაა გადაღებული, პოსტის ავტორის მშობლებს ხედავთ

ფოტო: manderly808

10. 1987 წელს ტექსასში გადაღებული ფოტო, რომელზეც მომხმარებლის მამა 22 წლისაა

ფოტო: peter_nincompoop33

როგორც ხედავთ, ჩვენს მშობლებსაც შეიძლება აღმოაჩნდეთ ისეთი ფოტოები, ჩვენი გაოცება რომ გამოიწვიოს. ხომ არ დაფიქრდით მათი ფოტო ალბომების გადახედვაზე?