BBC-ის ცნობით, შრი-ლანკაში, ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 137 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. დღეს, 21 აპრილს შვიდი აფეთქება მოხდა შრი-ლანკაში — სამი ნეგომბოს, ბატიჩალოასა და კოლომბოს რაიონებში მდებარე ეკლესიებში. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო წმ. სებასტიანის ეკლესიაში, ნეგომბოში, სადაც სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი დაჯგუფებაა პასუხისმგებელი მომხდარ აფეთქებებზე.