ჟურნალისტი ზაზა სვანაძე პოლიციამ მუქარის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ იგი დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში გუშინ, 20 აპრილს გადაიყვანეს.

მუქარის მუხლით გამოძიება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ჯღარკავას მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ზაზა სვანაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და მის შვილს მოკვლით დაემუქრა.

ზაზა სვანაძის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.