გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა სამხედროებმა მწყემსი გაიტაცეს. სუს-ის ინფორმაციით, ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.