19 აპრილს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი მეთოთხმეტედ გაიმართა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით.

ნომინაციაში ფარმაცევტული კომპანია ნომერ პირველი ოქროს ბრენდი უკვე მეთოთხმეტედ გადაეცა PSP-ს. ამასთან, კომპანია PSP-ს 25 წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის "ფარმაციის ექსპერტის" წოდება და ჯილდო გადაეცა.

"ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას და პირველობას PSP 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს, "ფარმაციის ექსპერტის" წოდება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კომპანიის 6 000-მდე თანამშრომლის დიდი დამსახურებაა თითოეული მიღწევა, ამიტომ ექსპერტად აღიარება დამატებით პასუხისმგებლობას და გვძენს და გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს", — აცხადებენ PSP-ში.

ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხისa და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით ხდება. ორგანიზატორების მიერ დაკვლევაში მონაწილეობა მიიღო 100 ექსპერტმა (ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები); ამასთან, გუგლის კითხვარის მეშვეობით გამოკითხულ იქნა 2 000 ადამიანი.