შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების თქმით, კაცმა სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის ქურდობა აღიარა.

პოლიციის განმარტებით, ბრალდებულმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. ატმეჩკის გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. სამართალდამცველებმა კაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ატმეჩკები, კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.