შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

უწყების მტკიცებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ჰეროინის" შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი ამოიღეს.

ამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.