დღეს, 19 აპრილს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტს მეორე მეოსმენისას მმართველი პარტიის, ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. მათ შორის არიან ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია და ლევან კობერიძე. წინააღმდეგი იყო ასევე ოპოზიცია:

  • ირაკლი აბესაძე — ევროპული საქართველო;
  • ეკა ბესელია — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • გიგა ბოკერია — ევროპული საქართველო;
  • თინა ბოკუჩავა — ნაციონალური მოძრაობა;
  • ლევან გოგიჩაიშვილი — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • ხათუნა გოგორიშვილი — ევროპული საქართველო;
  • რომან გოცირიძე — ნაციონალური მოძრაობა;
  • ირმა ინაშვილი — პატრიოტთა ალიანსი;
  • გიორგი კანდელაკი — ევროპული საქართველო;
  • სერგი კაპანაძე — ევროპული საქართველო;
  • ოთო კახიძე — ევროპული საქართველო;
  • ზაზა კედელაშვილი — ნაციონალური მოძრაობა;
  • ზვიად კვაჭანტირაძე — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • ემზარ კვიციანი — პატრიოტთა ალიანსი;
  • გიორგი ლომია — პატრიოტთა ალიანსი;
  • ადა მარშანია — პატრიოტთა ალიანსი;
  • გელა მიქაძე — პატრიოტთა ალიანსი;
  • ირმა ნადირაშვილი — ევროპული საქართველო;
  • კობა ნარჩემაშვილი — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • კობა ნაყოფია — ნაციონალური მოძრაობა;
  • ბექა ნაცვლიშვილი — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • რამაზ ნიკოლაიშვილი — ნაციონალური მოძრაობა;
  • სერგო რატიანი — ევროპული საქართველო;
  • სალომე სამადაშვილი - ნაციონალური მოძრაობა;
  • გედევან ფოფხაძე — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • ლელა ქებურია — ნაციონალური მოძრაობა;
  • ნატო ჩხეიძე — დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • ელენე ხოშტარია — ევროპული საქართველო.

დღევანდელი სხდომის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ დეპუტატებმა მეორე მოსმენით მიიღეს. პროექტს 87-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 31-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო.