პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რუსთავი 2 უკანონოდ წართვეს მესაკუთრეს და "სამართლიანმა სასამართლომ" დაუბრუნა იგი "კანონიერ მფლობელებს". კობახიძემ ამით ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას მიმართა:

"რუსთავი 2 არის ზუსტად საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს, მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი".

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში, ხოლო მიისვე მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილება უკანონო იყო:

"ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, ცხრა მოსამართლემ , რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა რუსთავი 2".

რუსთავი 2-ის საქმე

2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. წინა დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

დეკემბერში სასამართლომ რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების საქმის დასაშვებობაზე მსჯელობა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლო თითოეულ მომჩივანთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 28 მარტს წარუდგინა.

გაიგეთ მეტი: რუსთავი 2-ის საქმე - დეტალები მოკლედ