აშშ-ის სახის ამომცნობი სისტემა 4 წელში ქვეყნიდან გამგზავრებულთა 97%-ს მოიცავს
ბიომეტრული გასასვლელი აშშ-ის უკვე თხუთმეტ აეროპორტში გამოიყენება.
აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას აქამდე მხოლოდ საზღვარზე შემომსვლელთა გაკონტროლება შეეძლო, თუმცა, სიტუაცია, შესაძლოა, მალე შეიცვალოს. ამერიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აეროპორტებიდან გამგზავრებულთა 97 პროცენტზე სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე საზღვრის დამტოვებელთა ვინაობაც დანამდვილებით ეცოდინება და იმასაც გააკონტროლებს, ვინ დარჩა ქვეყანაში ვიზით გათვალისწინებულ თარიღზე დიდხანს.
სისტემა, რომელიც მგზავრებს თვითმფერინავში ასვლამდე უღებს ფოტოს, პირველად 2017 წელს ამუშავდა და 2018 წლის ბოლოსათვის აშშ-ის უკვე 15 აეროპორტში მოქმედებდა. თითოეული მგზავრის ფოტოსურათს სისტემა იმ მონაცემთა ბაზაში ამოწმებს, რომელშიც ვიზებისა და პასპორტების განცხადებებში თანდართული და, ასევე, უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლისას მესაზღვრეების მიერ გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი.
სისტემის მიზანია, შექმნას ეგრეთ წოდებული ბიომეტრული გასასვლელი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გაიგოს, ვინ ტოვებს ქვეყანას, ვინ შემოდის ქვეყანაში და ვის აქვს დარღვეული ვიზით გათვალისწინებული თარიღები. ჟურნალ Quartz-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხელისუფლება საზღვრის გადამკვეთელთა გასაკონტროლებლად ტრადიციულად ავიაკომპანიების მიერ მიწოდებულ მგზავრთა სიებს ეყრდნობოდა.
ამჟამინდელი სისტემის დანერგვის შემდეგ, სახის ამომცნობმა, 15,000 ფრენის გაკონტროლების შედეგად, ვადაგასული ვიზის მქონე 7,000 მგზავრი გამოააშკარავა. აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის (CBP) მონაცემებით, ყოველწლიურად 600,000-ზე მეტი ადამიანი არღვევს ვიზაში გაწერილ პირობებს. ამ დანაშაულისთვის განკუთვილი მაქსიმალური სასჯელი აშშ-ში შესვლის ათწლიან აკრძალვას გულისხმობს.
რაღა თქმა უნდა, ახალი სისტემა ამერიკის სახმელეთო საზღვრიდან გასვლის შემთხვევებს ვერ აღნუსხავს. კანადის ხელისუფლება აშშ-დან ხმელეთით შესული ადამიანების მონაცემებს ამერიკის CBP-ის უზიარებს. მაგრამ როცა საქმე მექსიკასთან გაყოფილ საზღვარს ეხება, აშშ მხოლოდ მას შემდეგ იგებს, ვინ დატოვა ქვეყანა, რაც ეს ადამიანი უკან შემოსვლას დააპირებს. თუმცა, ეს მდგომარეობაც შეიძლება, შეიცვალოს. CBP აცხადებს, რომ სახის ამომცნობი სისტემის გამოცდა სამხრეთ სახმელეთო საზღვარზეც იგეგმება.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ მილიონობით ადამიანის ფოტოსურათებით შექმნილი მონაცემთა ბაზა ადამიანის უფლებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მსგავსი ბაზის არსებობის პირობებში ყოველთვის იარსებებს იმის შესაძლებლობა, რომ მასზე წვდომას სხვა სააგენტოები მიიღებენ და ის საყოველთაო საძიებელ ინსტრუმენტად გადაიქცევა.
სისტემის ამჟამინდელმა ვერსიამ სატესტო საფეხურის გავლა 2017 წელს, ატლანტადან ტოკიოში გაფრენილი ერთი რეისის მგზავრებისთვის ფოტოსურათების გადაღებით დაიწყო. თავდაპირველად ფართომასშტაბიანი საგამოცდო ეტაპის დაწყება 2018 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ პროგრამა დაასწრაფა და სახის ამომცნობმა ტექნოლოგიამ უკვე 2017 წლის ზაფხულისთვის დაიწყო რამდენიმე აეროპორტში მუშაობა.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები