ქართველ დიზაინერ-გრაფიკოსს, ბექა ბერიძეს ფეისბუქის მომხმარებლები და ჩვენი მკითხველიც ლოგოებითა და ხელოვნებად ქცეული სიტყვებით იცნობენ. "დროში გასული ტფილისი" — მისი ახალი პროექტია.

მასში ძველი თბილისის მობინადრეები თანამედროვე დედაქალაქში გადმოდიან. მაგალითად — მეღვინე, რომელსაც გლოვოს ყუთი მიაქვს. ან მენახშირეები, რომლებიც ეს-ესაა ფაბრიკადან გამოვიდნენ.

დაათვალიერეთ და მოგვწერეთ, რომელია თქვენი ფავორიტი.

1. თულუხჩი, რომელიც თბილისს წყლის ნაცვლად კოკა-კოლით ამარაგებს

2. მებადურები სტარბაქსში ტივით მიცურავენ

3. სირაჯი [მეღვინე] და გლოვოს კურიერი

4. ფოტო ბარათისთვის კაფე სტამბასთან

5. ტფილისელი მზარეული ვეება დონატით

6. ზარადან გამოსული მეთევზე

7. სახელოსნო ელიავაზე

8. გარიჟრაჟზე გამოსული ძველი თბილისის მეეზოვეები

9. მენახშირეები ფაბრიკასთან

10. ტფილისის ბაზრობა