"სპეცოპერაცია ჩატარდა" — პოლიტიკური შეფასებები კაპანაძის იმპიჩმენტზე
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს პოლიტიკური პარტიები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კაპანაძის გადაყენება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით მოხდა, ხოლო მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პროცესები დემოკრატიულად წარიმართა. დეპუტატებმა თავიანთ შეფასებებზე აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დამოუკიდებელი ტელევიზიის პატარა კუნძული უწოდა:
"მათ ვერ აიტანეს ის, რომ აჭარის ტელევიზიამ შეიკედლა რადიო თავისუფლების გადაცემები, რომლებიც გააგდეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ის არ ჰგავდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს".
გოცირიძის პოზიციას იზიარებს ევროპული საქართველოს წევრი, ელენ ხოშტარია. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა "სპეცოპერაცია ჩაატარა".
"თავისი ჭკუით, აი, ასე ამოყირავებით ეს პატარა კუნძული ჩაახშეს. მათ ერთი რამ არ ესმით, რომ ამ კომფორტის ზონით ისინი რეალურად ითხრიან პოლიტიკურ საფლავს", — აღნიშნა ხოშტარიამ.
ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ ტელევიზიას თავისუფლების ხარისხი ეტყობოდა და აღნიშნული პროცესები, სავარაუდოდ, შეგნებულად დაიგეგმა.
მისი ყოფილი თანაგუნდელი მმართველი გუნდიდან ილია ნაკაშიძე კი ამბობს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიულია.
"ვინ გადააყენა ბორდმა? ეს მის უფლებამოსილებაში ხო შედის? დემოკრატიული პროცესია და დასრულდა დემოკრატიულად", — აღნიშნა ნაკაშიძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე კი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე უკანონობის საფუძველი, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს:
"მე რაც მაქვს ინფორმაცია, გადაყენება მოხდა, რადგან, მათ შორის ფინანსური დარღვევები არსებობდა. კანონის ყველა მოთხოვნა იყო შესრულებული".
დღეს, 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი — ერთი. კაპანაძე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
იმპიჩმენტის საფუძველი
კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა: ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში. ნატა იმედაიშვილი კი თავიდანვე ამბობდა, რომ იმ საკითხებზე, რაც კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზად დასახელდა პრეტენზიები მასაც ჰქონდა.
საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტებს და არსებობს ხელფასების პრობლემა. კერძოდ, საბჭო მოთხოვდა რომ მაუწყებელზე გასულიყო საგანმანათლებლო გადაცემა და დოკუმენტური ფილმები. წევრები ამბობდნენ, რომ კაპანაძის მმართველობისას დაეცა ტელევიზიის რეიტინგიც.
საბჭოს ოცნების კვოტით არჩეული წევრი გიგა ჩხარტიშვილი აცხადებდა, რომ კაპანაძის უნდობლობის "მრავალრიცხოვანი" მიზეზი არსებობს. მათ შორისა შესაძლო სამართლებრივი გადაცდომები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
ის კაპანაძეს საბჭოს მიმართ უპატივცემულობასა და თანამშრომლებისთვის საბჭოს წევრთან ურთიერთობის აკრძალვაში ადანაშაულებდა. ჩხარტიშვილმა კაპანაძეს ფაშისტი უწოდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ, ძებნილ თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს შეადარა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძე ამბობდა, რომ პრობლემების ნაწილზე ტელევიზია მუშაობდა და გამოასწროა კიდეც. რაც შეეხება რეიტინგს, მისი თქმით, ტელევიზიის რეიტინგს ფილმები წერდა, თუმცა ფილმები ვერ შეცვლის ქედასა და ხულოში ადამიანების ცხოვრებას. გუშინ, 17 აპრილს კი კაპანაძემ საბჭოს ახალი საგრანტო პროექტი წარუდგინა, რომელიც მაუწყებელს ახალ საგანმანათლებლო გადაცემას მოუტანდა.
სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხაზი გაუსვა აჭარის ტელევიზიმაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
გამოხმაურებები და მხარდაჭერა კაპანაძეს
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა.
ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო. მათი თქმით, მაუწყებლისა და კაპანაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებენ. საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში დადებითი როლის შესრულებას გააგრძელებენ.
კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირმა. მათი თქმით, კაპანაძის დირექტორობისას ტელევიზია ხელმისაწვდომი გახდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მრავალფეროვანი კულტურის უკეთ წარმოჩენა გახდა შესაძლებელი. მათივე თქმით, კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლებელია გახდეს დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და მედიის თავისუფლებისათვის.
დირექტორს გაემიჯნა ტელევიზიის 103 თანამშრომელი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კაპანაძის მონაპოვარი არ არის და მას შემდეგ არსებობს, რაც ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა. მათი თქმით, კაპანაძე ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ცუდად ისახება ტელევიზიის საქმიანობასა და იმიჯზე.
პოლიტიკური პარტიები
ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ იმპიჩმენტის დაყენების საკითხი პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აჭარის ტელევიზია ღია ზეწოლის მსხვერპლია და ხელისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დახმარებით ცდილობს გადააყენოს პროფესიონალი. გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ადგილობრივ წარმომადგენლობას კი მიაჩნია, რომ დირექტორის იმპიჩმენტი ბორდის წევრებს ხელისუფლებამ დაავალა.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ კაპანაძის გადადგომა ხელისუფლების ინტერესია, რადგან აჭარის ტელევიზია დღეს ობიექტური და მიუკერძოებელია. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ნათია კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა ტელევიზიაში მათი ინტერესების გატარება არ ხდება
ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ აჭარის ტელევიზია გამოირჩევა საქართველოს მედიასივრცეში, როგორ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არხი. მას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არაა 2012 წლის შემდეგ შექმნილი დემოკრატიული იმიჯის შელახვა.
ნათია კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები