პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 აპრილის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ეკონომიკის ახალ მინისტრად, ამავე უწყების მინისტრის მოადგილე, ნათუა თურნავა წარადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მას თურნავასთან ერთობლივი მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს:

"ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა, იმ სოციალური რეალობის, რაც არის დღეს ქვეყანაში".

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას "სოციალური რეალობის სწორი აღქმა", მამუკა ბახტაძემ დადებითად მიმოიხილა მისი წარსული კარიერა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაა აუცილებელი:

"გიორგი ქობულიას ჰქონდა ძალიან ძლიერი გამოცდილება, რომელიც ეხებოდა კონკურენციას გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი არის ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის განუყოფელი ცენტრი. ამასთან, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური პრობლემები. პირადად ჩემთვის საქართველოს ჰყავს ორი მტერი: სიღარიბე და ოკუპაცია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. ამის დაძლევის გარეშე, ვერ ვისაუბრებთ მნიშნელოვან პროგრესზე საქართველოში. ეს არის გამორიცხული".

პრემიერი-მინისტრმა გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გუშინ,18 აპრილს საღამოს გადააყენა. ამავე საღამოს ახალ მინისტრად პრემიერმა ქობულიას მოადგილე, ნათია თურნავა დანიშნა.

ქობულიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ყოფილი მინისტრი კითხვებზე პასუხს არ სცემდა. 18 აპრილს კი მან განაცხადა, რომ მის გადაყენებასთან დაკავშირებით კითხები პრემიერ-მინისტრის მიმართ უნდა დასმულიყო.

ამავე თემაზე: