"ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება", — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გადაყენებაზე საუბრისას განაცხადა.

ქანთარიას თქმით, ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია და "2012 წლის შემქმნელი".

"მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები", — აღნიშნა ქანთარიამ.

პრემიერი-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან 18 აპრილს საღამოს გადააყენა. ამავე საღამოს ახალ მინისტრად პრემიერმა ქობულიას მოადგილე, ნათია თურნავა დანიშნა.

ქობულიას სამომავლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ყოფილი მინისტრი კითხვებზე პასუხს არ სცემდა. 18 აპრილს კი მან განაცხადა, რომ მის გადაყენებასთან დაკავშირებით კითხები პრემიერ-მინისტრის მიმართ უნდა დასმულიყო.

ამავე თემაზე: