როდესაც ინდოელმა ამომრჩეველმა პავან კუმარმა აღმოაჩინა, რომ შემთხვევით არასწორ პარტიას მისცა ხმა, საჩვენებელი თითი მოიჭრა.

მას სურდა, რომ რეგიონული პარტიისთვის დაეჭირა მხარი, თუმცა, მისი სიტყვებით, ხმის მიცემის მანქანის უამრავმა სიმბოლომ დააბნია და შემთხვევით სამთავრობო პარტიას მისცა ხმა.

ხმის მისაცემი მანქანა. ინდოეთი, 2019 წელი.

ფოტო: Atul Loke / Getty Images

ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩევლებს საჩვენებელ თითზე მელანს უსმევენ, რომელიც არ შორდება.

"მე მინდოდა სპილოსთვის მიმეცა ხმა და შემთხვევით ყვავილს დავაჭირე. ამ შეცდომის გამო კი თითი მოვიჭერი", — ამბობს კუმარი. ის პარტიის სიმბოლოებს გულისხმობს, რომელიც კანდიდატების სახელების გვერდითაა გამოსახული.

როგორც India Today წერს, კუმარი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს.