ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 18 აპრილის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და უკრაინის საკითხები იყო.

რუსულ გამოცემა კომერსანტთან ინტერვიუს დროს კერსტი კალიულაიდემ განაცხადა, რომ მათ ვლადიმერ პუტინთან არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრეს.

"საქართველოში ახალი პრეზიდენტია და განვიხილავდით რისი გაკეთება შეიძლებოდა. უკრაინაშიც არჩევნებია, ამავე დროს მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია. ამაზე უნდა ვისაუბროთ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს იმაზე, თუ როგორ მივედით აქამდე. მე არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით. პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე", — განცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია