5 პრობლემა, რომელზეც შეიძლება ხველა მიანიშნებდეს
ქრონიკული ხველა ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც ადამიანები ექიმის კაბინეტს ვსტუმრობთ. ხშირად ხველების მიზეზი მარტივად გვარდება. ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება ალერგიას, ასთმას ან სხვა ქრონიკულ დაავადებებს.
თუმცა, გარდა ამისა, შემაწუხებელი ხველა სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. ორ-კვირიანი ქრონიკული ხველების შემდეგ ექიმთან ვიზიტი სწორედ ამიტომაცაა რეკომენდირებული.
ყველაზე ცუდ სცენარში, ასეთმა ხველამ შეიძლება საკმაოდ საშიში დიაგნოზი დასვას. გაგაცნობთ ხუთ დაავადებას, რომელიც შეიძლება ხველას ახლდეს.
1. ყივანახველა
ემორის უნივერსიტეტის 2016 წლის კვლევის თანახმად, ეს დაავადება 1940-იანებში ვაქცინაციის შედეგად გაქრა. თუმცა დღეს, ბევრი ადამიანის წყალობით, რომლებმაც ვაქცინაზე უარი თქვეს, დაავადება ისევ თავს იჩენს. მაგალითად, 2012 წელს ამ ვირუსის მატარებელი ადამიანების 48 277 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1955 წლის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყივანახველათი 2012 წელს 20 ადამიანი გარდაიცვალა.
თუ თქვენს ინტენსიურ ხველებას ამოსუნთქვისას თან ახლავს შემაწუხებელი ხმა, ასევე გულისრევა ან სიცხე, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან მკურნალობის გარეშე ყივანახველა, შესაძლოა, ფილტვების ანთებაში გადაიზარდოს.
2. ფილტვის სიმსივნე
ადამიანების 65 პროცენტს, რომლებსაც ფილტვის სიმსივნე აქვთ, ახასიათებთ ქრონიკული ხველა. როგორც ჟურნალ Chest-ში გამოქვეყნებულმა კვლევა ამბობს, ხშირად მას მხოლოდ ეს სიმპტომი ახასიათებს.
ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ფილტვის სიმსივნის რისკი მხოლოდ მწეველებს ეხებათ. კვლევის თანახმად, ფილტვის სიმსივნისგან დაავადებულთა 28 პროცენტს სიგარეტი არც გაუსინჯავს.
თუ თქვენი ხველა გრძელდება ორ კვირაზე დიდხანს და მას სისხლი ან ტკივილი მოჰყვება თან, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
3. ფილტვების ანთება
ფილტვების ანთების მთავარი სიმპტომი მშრალი ხველაა, რომელიც ღამით უფრო უარესდება.
ადამიანები ხშირად თვით-მკურნალობას მიმართავენ, რაც რეალურად უფრო მეტად აუარესებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომაცაა საჭირო ექიმთან ვიზიტი. პნევმონიას ასევე თან ერთვის სუნთქვის პრობლემა, გულ-მკერდის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ კი, სისხლის ხველა. ხშირად მკურნალობა ანტიბიოტიკებს ექვემდებარება, რაც გაცილებით აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
4. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ამ დაავადებით 7 მილიონზე მეტი ქალი იტანჯება. ეს ავადმყოფობა, ძირითადად, სუნთქვით პრობლემებთანაა დაკავშირებული. ის ორი სახისაა: ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა, ანუ მდგომარეობა, რომელიც ფილტვის სასუნთქ არხებს კეტავს.
ხშირად, ეს დაავადება თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირდება. 2000 წლიდან, American Lung Association-ის მიხედვით, უფრო მეტი ამერიკელი ქალი ემსხვერპლა ამ დაავადებას, ვიდრე - კაცი.
5. ტუბერკულოზი
ტუბერკულოზს მიკობაქტერიები იწვევენ, რომლის ქონის შანსიც უფრო იზრდება ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტი, შიდსი ან სიმსივნე. ამ შემთხვევაში, სუსტი იმუნიტეტი და აფრიკაში ან სამხრეთ ევროპაში დროის გატარება შეიძლება ტუბერკულოზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყოს.
ტუბერკულოზს ახასიათებს გულ-მკერდის ტკივილი, წონაში კლება, მაღალი ტემპერატურა და სისხლის ხველება. მკურნალობის გარეშე იგი მთელ სხეულში ვრცელდება, აზიანებს ზურგს, სახსრებს, ტვინს და გულსაც კი. ტუბერკულოზის დიაგნოზი სისხლის ანალიზით დგინდება, ხოლო მკურნალობა ანტიბიოტიკებით ხდება.
ხველაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები