ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს. ქრონიკის წამყვანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 18 აპრილს გასაჯაროვდება.

"იმედის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგომას აპირებს. ტელევიზიის ცნობით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო", — აღნიშნა სიანფორმაციო გამოშვების წამყვანმა.

On.ge ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში გადამოწმებას ცდილობს.

გიორგი ქობულია მამუკა ბახტაძემ ამ თანამდებობაზე 12 ივლისს წარადგინა.