პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ პლენარულ სხდომაზე "ყ..ზე დაიკიდე" თქვა. ამ განმარტების გაკეთება კობახიძეს მას შემდეგ მოუწია, რაც სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებმა მას შენიშვნა მისცეს. საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მან ანრი ოხანაშვილს უთხრა, ოპოზიციის ხმაური "ყ..ზე დაეკიდებინა" და საუბარი გაეგრძელებინა.

ამ ფრაზის, სავარაუდოდ, თქმის გამო, ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კითხვით მიმართა, რატომ აქვს კობახიძეს ოპოზიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. კობახიძემ ნადირაშვილს რეპლიკით უპასუხა და თქვა, რომ "ვერ გაიგო, რას გულისხმობდა" ნადირაშვილი.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ყველამ გაიგო, რა თქვა ირაკლი კობახიძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა, რომ მსგავსი სიტყვა არასდროს უთქვამს.

"ბილწსიტყვაობა არის თქვენი პარტიის ხელწერა. სხვას ნუ დააბრალებთ იმას, რაც არის თქვენი ხელწერა", — მიმართა კობახიძემ ბოკუჩავას.