ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში აპრილის ბოლოს ჩავა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლმა გაავრცელა.

სად გაიმართება შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია. როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, რომ შეხვედრად შესაძლოა ვლადივოსტოკში გაიმართოს, რადგან იქ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ადმინისტრაციის პრეზიდენტი შენიშნეს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა კი თქვა, რომ შეხვედრა შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას გაიმართოს.

16 აპრილს ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის დუმის დეპუტატები დაბრუნდნენ, მანამდე კი ფხენიანს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ კოლოკოლცევი ეწვია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვში ჩრდილო კორეელი დიპლომატები რამდენჯერმე ჩავიდნენ.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. 2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად ფხენიანში ჩასული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.