ბავშვები თავისი ზოგჯერ უცნაური, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან საყვარელი საქციელით, ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებენ.

გაგიკვირდებათ და ისინი გაცილებით საყვარლები არიან, როცა მარტო რჩებიან და დიდური საქმეების გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ — თმის შეჭრა ხომ დიდების საქმეა?!

აი, ტედი და მისი და-ძმა ასე არ ფიქრობენ და სულაც არ გასჭირვებიათ, რომ სახლში ნაპოვნი თმის საჭრელი მანქანით საკუთარი ვარცხნილობა "გაელამაზებინათ".

ფოტო: stephie_leigh_

ინიციატორი სწორედ უფროსი ძმა ტედი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სტილისტის როლი მოერგო და ჯერ საკუთარ ვარცხნილობაზე იზრუნა, შემდეგ კი საკუთარი და-ძმისთვისაც მოიცალა.

ფოტო: stephie_leigh_

ფოტო: stephie_leigh_

ფოტო: stephie_leigh_

ამ უსაყვარლესი ბავშვების დედა, სტეფანი მედდაა, რომელმაც ვიდეო საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დადო.

"როცა ჩემს პატარა გოგოს ვკითხე მოსწონდა თუ, არა თავისი ახალი ვარცხნილობა, მან მიპასუხა, არ მომწონსო. გულწრფელობა კარგია, თმა ისევ გაიზრდება", — ამბობს ატირებული სტეფანი.

ფოტო: stephie_leigh_

პოსტი მალევე გავირუსდა სოციალურ მედიაში და ახლა სტეფანის ინსტაგრამზე ათასობით გამომწერი ჰყავს — ადამიანები აღფრთოვანებულები არიან დედის ასეთი რექციით და იმასაც აღნიშნავენ, რომ ასეთ სიტუაციაში მათ უფრო ბრაზი მოერეოდათ, ვიდრე სენტიმენტები.

"ის ისეთი მშვიდია და ყველაფერს გაგებით ეკიდება, მის ხმაში ბრაზიც კი არ ჩანს. საუკეთესო მშობელია", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

სტეფანიმ ბოლოს კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხოტორა ბავშვები ჩანან, რომლებიც დიდი შანსია, რომ საკუთარ საქციელსაც ძალიანაც ნანობენ. თუმცა, არა უშავს, თმა ისევ გაიზრდება, ეს სახალისო ამბავი კი მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.