ბილაინი ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიასთან FlyHelp თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა.

ამისათვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი flyhelp.ge-ზე, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. ასეთ შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.

FlyHelp-ის კომპენსაცია ვრცელდება:

  • ფრენის დაგვიანების;
  • გაუქმების;
  • ხელახლა დაჯავშნის;
  • ბარგის დაკარგვა / დაზიანების შემთხვევებზე.

კომპენსაციის მისაღებად მგზავრი ატყობინებს FlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ ამოწმებს ეკუთვნის თუ არა მომხმარებელს კომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი იღებს თანხას.

მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, ბილაინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ბილაინი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილური ინტერნეტი.

ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა. როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ბილაინის აბონენტს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. ბილაინი პირველი საქართველოში სთავაზობს მომხმარებელს როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად - ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.