აჭარაში ბარცხანის ხიდის ნაწილი ჩამოიშალა რა დროსაც ერთი პირი დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ხიდზე გადასვლის დროს მოქალაქე ავტომობილის საბურავით ორმოში გაიჭედა.

მაუწყებლის განცხადებით, ხიდი რამდენიმე ადგილასაა დაზიანებული და მას აშენების შემდეგ კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ხიდის რეაბილიტაციისთვის ორჯერ გამოცხადა ელექტრონული ტენდერი, თუმცა ორივე ჩავარდა. 2019 წლის 7 მარტს ბათუმის მერიამ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ კომპანიებმა ტენდერში ჩართვაზე უარი მოუცლელობის გამო თქვეს.