რუსეთმა უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ამ პირობებში იძულებული ვართ დაციცვათ ვენი ქვეყნის ინტერესები და საპასუხო ზომები მივიღოთ", — განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება სხვა სახის პროდუქციის ექსპორტზეც და უკრაინული პროდუქციის ემპორტზე. კერძოდ, უკრაინული მანქანათმშენებლობისა და მსუბუქი მრეწველობის დანადგარებზე.

პირველი ივნისიდან ასევე შეიზღუდება უკრაინისთვის ქვანახშირის მიწოდება. ექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ კონკრეტული ბრძანების გაცემის შემთხვეავში.

10 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციებით აიკრძალა რუსეთიდან ხორცის, თევზის, რძის და სხვა პროდუქტების იმპორტი. პასუხად რუსეთმაც აკრძალა იმავე პროდუქტების იმპორტი უკრაინიდან.