ესპანეთში, ქალაქ მადრიდში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ავტობუსს 50 მგზავრი გადაჰყავდა. გამოცემა წერს, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა.

ქალაქის მერის განცხადებით, ავტობუსის ყველა მგზავრი გერმანიის მოქალაქე იყო.