ორწლიანი ლოდინის შემდეგ GOT ეკრანს დაუბრუნდა, მისი რეიტინგი და პოპულარობა კი სულ უფრო მზარდია.

სამეფო კარის თამაშებმა რომ HBO-ზე რეიტინგის ყველანაირი რეკორდი მოხსნა, ეს არც არავის გაკვირვებია. მითუმეტეს, არ იქნება გასაკვირი, როცა გაიგებთ, რომ სერიალის პრემიერიდან ზუსტად 24 საათში GOT 54 მილიონჯერ გადმოწერეს პირატულად.

სერიალს ყველაზე მეტი გადმოწერა ინდოეთში ჰქონდა - 9,5 მილიონი, შემდეგ ადგილზე კი ჩინეთია - 5,2 მილიონი გადმოწერით.

აღსანიშნავია, რომ სერიალი HBO-ს გარდა მსოფლიოს 186 ქვეყანაში გადის პირდაპირ ეთერში, განსხვავება მხოლოდ დროებშია და უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ქვეყანაში შოუ რეიტინგების ლიდერია.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სადაც სერიალი Sky Atlantic-ზე გადის, შოუმ ასევე მოახერხა და ყველაზე მაღალი რეიტინგი დაწერა.

სერიალის პოპულარობა გაიზარდა აზიაშიც, სადაც HBO Asia-ზე სამეფო კარის თამაშების მაყურებლების რიცხვი 24%-ით გაიზარდა, ტაივანსა და სინგაპურში კი წინა სეზონთან შედარებით მაყურებლის რიცხვმა 50%-ით მოიმატა.

39%-ით მეტი მაყურებელი ჰყავს GOT-ს ლათინურ ამერიკაში, გერმანიაში კი მისმა რიცხვმა 41%-ით მოიმატა.

რაც შეეხება იტალიას აქ, მაყურებლის რაოდენობის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ის გასულ სეზონთან შედარებით 61%-ით მეტია.

როგორც ხედავთ, სერიალი სრულდება, თუმცა მის მიმართ ინტერესი სწორედ ახლაა ყველაზე დიდი.