ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, GOT-ის ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი პირველად ალაპარაკდა იმაზე, რომ წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა და მეტიც, არაერთხელ უფიქრია თავის მოკვლაზე.

Dr. Phil-ის შოუში სტუმრობის დროს მსახიობმა აღიარა, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველად გამოჩნდა სამეფო კარის თამაშებში.

"წლების განმავლობაში ვებრძოდი დეპრესიას და თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი როცა თინეიჯერი ვიყავი", - აღიარა 23 წლის მსახიობმა.

სოფი 14 წლის იყო, როდესაც GOT-ში სანსა სტარკის როლით გამოჩნდა. მსახიობის თქმით, როდესაც ის უარყოფით კომენტარებს კითხულობდა სერიალისა და მისი პერსონაჟის შესახებ, თავის შესაძლებლობებში დაეჭვდა, გაუჩნდა კომპლექსები და ერთადერთ გამოსავლად სუიციდს ხედავდა.

"ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ საკუთარ თავს ზიანს ვერ მივაყენებდი. საბოლოოდ კი დავიწყე იმის დაჯერება, რომ უნდა შევშვებოდი იმ უარყოფით გავლენას, რაც სოციალურ ქსელებს ჰქონდა. მივედი ფსიქოლოგთანაც და ახლა ყველაფერი რიგზეა. მივხვდი, რომ რაც არ უნდა უარყოფითი კომენტარი წაიკითხო, მთავარი გამოსავალი ამ ყველაფრიდან საკუთარი თავი შეყვარებაა", - ამბობს სოფი.

GOT-ის ვარსკვლავი ამბობს იმასაც, რომ დეპრესიის დაძლევაში და ნეგატიური აზრების თავიდან მოცილებაში მისი საქმრო, ჯო ჯონასიც დაეხმარა.